2005-2018 წლებში ფონდი ქართუმ 68.7მლნ ლარით დააფინანსა “ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი” რომელმაც თავის მხრივ განახორციელა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესში სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დონორი ინსტიტუტის – ფონდი „ქართუს“ დაფინანსების ქვეშ მოქცეული ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი ძეგლებიდან გამორჩეულია: ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლესი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მთაწმინდის მამა-დავითის ტაძარი, მუცოს ციხე-სოფელი, მესტიის ისტორიული კოშკები, სოფელი ჩაჟაშის არქიტექტურული კომპლექსი, გერგეთის სამების ტაძარი, ფოკას სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის მონასტერი, ზუგდიდის ნიკო დადიანის სასახლე, ანანურის სამონასტრო კომპლექსი, საფარასა და ბოდბის ეკლესიები, აწყურის ციხე და საკათედრო ტაძარი, კუმურდოს საკათედრო ტაძარი, სამთავისის სამონასტრო კომპლექსი, ყინწვისის მონასტერი, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა მრავალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here