სოფელ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

პროექტების განხორციელება ფონდი „ქართუს“ მიერ მოხდა. ფონდმა სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი ააშენა. ფონდის მიერვე მოხდა სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.

„სოფელ ძველ ხიბულას, 2019 წელს სტუმრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი დანაპირების შესაბამისად ფონდმა „ქართუმ“ უახლოეს ვადებში მოახერხა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, კერძოდ, ჩვენ ავაშენეთ სოფლისთვის ახალი საბავშვო ბაღი. გარდა ამისა, აღდგა ის სახლი, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი პრეზიდენტი. ასევე, ლაზარეს სახელობის ტაძარი აიგო ზვიად გამსახურდიას სახელზე და უკვე მზად არის, გადაეცა საპატრიარქოს და ძალიან მალე აქ აღევლინება წირვა-ლოცვა“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here