ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი შენდება.
სამეგრელოში ეს მეორე პროექტია, ფოთის სარაგბო სტადიონის შემდეგ, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.
„ჯამში თოთხმეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა ავაშენეთ. დაწყებულია ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა. ეს ბაზა ოთხ ჰექტარზე იქნება განთავსებული. ორი მოედნიდან ერთი ხელოვნურსაფარიანი იქნება, მეორეზე კი, ბუნებრივი საფარი დაიგება. აშენდება სასტუმრო, სადაც საწვრთნელი შეკრებებისას შეიძლება დაბინავდნენ კლუბები, ასაკობრივი ნაკრებები.