დრამატული თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა და გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები, რაც დასს საშუალებას მისცემს განახორციელოს ყველაზე თამამი ექსპერიმენტები და უმასპინძლოს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს. ამასთან, შესაძლებეი იქნება, რომ შენობაში არსებულ დიდი და მცირე სცენებზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენები გაიმართოს. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე. ასევე, ისტორიული შენობის უნიკალურ კედელსა და ჭერის მხატვრობას ჩაუტარდა რესტავრირება და დაუბრუნდა ავთენტურობა, ისევე, როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here