ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური სარესტავრაციო-სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები. გარემონტდა ადმინისტრაციის ოთახები და დეპარტამენტების ოფისები. სასწავლო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ოფისები აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით.

სრულად განახლდა სააქტო დარბაზის ინტერიერი, სკამები, სცენის ტექნიკური და აუდიო ვიდეო სისტემები. მოწესრიგდა და გამწვანდა შიდა ეზოები. ცოკოლის სართულზე გაკეთდა ახალი აუდიტორიები და მოეწყო სტუდენტური კაფე.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

სპორტული დარბაზის ადგილას განთავსდა თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა-რესურსცენტრი, რომელიც 280 სტუდენტს ემსახურება. ცენტრი აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე დიზაინის ავეჯით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს გადაეცა ათასობით წიგნი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here