მრავალმხრივი დახმარება გაეწია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას; განხორციელდა შენობის ფასადის რესტავრაცია, შიდა რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. დაინსტალირდა მცირე დარბაზისა და საოპერო სტუდიის განათების სისტემები, განხორციელდა სცენის მექანიზაცია და შეივსო სასცენო გარდერობი. ეს საქველმოქმედო პროექტი ასევე მოიცავს პედაგოგების ხელფასებს და სტუდენტების სოციალიურ დახმარებას.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. კონსერვატორიის ახლანდელი რექტორის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დიდი დარბაზის აღდგენა – რეკონსტრუქცია.
1997 წლიდან იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად.

დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს გააჩნია ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, ”Steinway & Sons” ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here