შვეიცარიის ბანკმა, Credit Suisse-მა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენს და ფილანტროპს ბიძინა ივანიშვილს 500 მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლოში წააგო თავის ყოფილ ბანკირთან დაკავშირებული საქმე – იტყობინება Financial Times-ი.

23 მარტის საღამოს Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან უნდა გადაიხადოს 500 მილიონ დოლარამდე თანხა, როცა ბერმუდის კუნძულების სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ფილიალის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებას მოელიან მომავალი კვირისთვის, მაგრამ საქმეში ჩახედული პირების თანახმად, საქმე ეხება ივანიშვილის საჩივარს და რომ სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ბანკი ადრე აცხადებდა, რომ ამ საქმეში „ყველა საჭირო იურიდიულ ზომებს მიმართავს.”

შეგახსენებთ რომ სხვადასხვა მედიასაშუალებები და პარტიები რამდენიმე თვის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ დავას აგებდა, რის შედეგადაც მას გაკოტრება ემუქრებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here